Поиск по сайту: 

Switch to English
EN
220114, г. Минск, ул. Ф. Скорины, 24 (как проехать)

Справка: +375 17 369-77-32

Регистратура: +375 17 369-90-39

Платные услуги: +375 17 267-12-40

    დავით დოთიაშვილი  ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი ორდინატორი კლინიკა ,,ინოვა’’ თბილისი, საქართველო

    1.რომელ ნაციონალურ კერძებს ამზადებთ სახლში?

    ნაციონალური კერძებიდან ყველაზე ძალიან მიყვარს ჩაქაფულის მომზადება. ის მზადდება ბატკნის ხორცისგან, მრავალი სახეობის მწვანილისაგან და ეს ყველაფერი იხარშება ღვინოში.

    2. რომელი ღირსშესანიშნაობების ნახვას ურჩევთ სტუმრებს საქართველოში?

    ეს არის ძველი ისტორიული ძეგლები და ეკლესიები. ვენახები და ღვინის მარნები.

    3. რა არის ქართველის ყველაზე მეტად გამორჩეული ნიშანთვისება?

    სტუმართმოყვარეობა. სტუმარი- ღვთისაა, ასე ამბობენ ჩვენთან.

    4. თქვენი ქვეყნის ისტორიის რა მოვლენაა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?

    დამოუკიდებლობა

    5. რატომ ჩამოხვედით ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტში?

    ჩემი ვიზიტის მიზანია ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის შესწავლა.

    6. ეუფლებით თუ არა სათანადო ცოდნას?

    თქვენთან სპეციალობის შესწავლის საუკეთესო პირობებია.

    7. გაგიჩნდათ თუ არა ნდობა ჩვენი დაწესებულების მიმართ?

    თქვენი კლინიკის მაღალი კლასის პროფესიონალები განსაზღვრავენ ნდობის მაღალ ხარისხს.

    8. გაუწევთ თუ არა რეკომენდაციას კოლეგებსა და პაციენტებს, რათა ჩამოვიდნენ ჩვენს დაწესებულებაში სწავლისა და მკურნალობისათვის?

    ჩემს ქვეყანაში აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას თქვენს კლინიკას და საერთოდ ბელორუსიულ სამედიცინო დაწესებულებებს.

    Наши контакты как проехать в центр

    Адрес: Республика Беларусь, 220114, г. Минск, ул. Ф. Скорины, д. 24

    Платные услуги: +375 17 267-12-40; +375 17 267-52-10

    Регистратура (по направлениям): +375 17 369-90-39

    Справочная: +375 17 369-77-32

    Эл. почта: ninh@mail.ru

    Яндекс.Метрика